1.
პროექტის სახელწოდება: გეომეტრიული სხეულების და ფიგურების
საშუალებით მაკეტების შექმნა.
2.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიფიქრებენ კონკრეტული
შენობის მაკეტს, მოიძიებენ საჭირო მასალებს და შექმნიან მას.
3.
პროექტის აქტუალობა: სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად
გამოყენება.
4.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხა პარალელეპიპედის
ფორმის სხეულების ამოცნობა და მოძიება. მათი საშუალებით სხვადასხვა ფორმის სხეულების
შექმნა. ერთმანეთის აზრის მოსმენა და გაზიარება.
5.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წლის.
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი: სხვადასხვა შენობის
მაკეტი.
8.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა
ფორმის და ზომის კოლოფები, მუყაო, წებო, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები.
9.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად
განიხილავს მათთვის საინტერესო თემას და მათთან ერთად განსაზღვრავს პროექტის თემას.
კლასი გაიყოფა სამ ჯგუფად. თვითეული
ჯგუფი ირჩევს სასურველ შენობას: სკოლა, ეკლესია, სახლი. ჯგუფები დაიწყებენ საჭირო
რესურსების შეგროვებას (3-4 დღე). შეგროვილი მასალის მიხედვით იწყება მაკეტის შექმნა.
განიხილავენ სხვადასხვა ფორმებს, შეარჩევენ საუკეთესოს. შექმნიან მაკეტის საბოლოო სახეს.
მაკეტის შექმნის შემდეგ მოხდება მისი გაფორმება.
მოხდება პრეზენტაცია, შეფასება, თვითშეფასება.
10. საგნებთან
კავშირი:მათემატიკა, ხელოვნება.
11. პროექტის
ხელმძღვანელი:მარინე გურასპიშვილი
13. პროექტის
ვებ გვერდი:
No comments:
Post a Comment