Friday, May 24, 2013

1.       პროექტის სახელწოდება: გეომეტრიული სხეულების და ფიგურების საშუალებით მაკეტების შექმნა.
2.       პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიფიქრებენ კონკრეტული შენობის მაკეტს, მოიძიებენ საჭირო მასალებს და შექმნიან მას.
3.       პროექტის აქტუალობა: სკოლაში მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება.
4.       პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის სხეულების ამოცნობა და მოძიება. მათი საშუალებით სხვადასხვა ფორმის სხეულების შექმნა. ერთმანეთის აზრის მოსმენა და გაზიარება.
5.       მონაწილეთა ასაკი: 9-10 წლის.
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი: სხვადასხვა შენობის მაკეტი.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სხვადასხვა ფორმის და ზომის კოლოფები, მუყაო, წებო, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები.
9.       პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მათთვის საინტერესო თემას და მათთან ერთად განსაზღვრავს პროექტის თემას.
კლასი გაიყოფა სამ ჯგუფად. თვითეული ჯგუფი ირჩევს სასურველ შენობას: სკოლა, ეკლესია, სახლი. ჯგუფები დაიწყებენ საჭირო რესურსების შეგროვებას (3-4 დღე). შეგროვილი მასალის მიხედვით იწყება მაკეტის შექმნა. განიხილავენ სხვადასხვა ფორმებს, შეარჩევენ საუკეთესოს. შექმნიან მაკეტის საბოლოო სახეს. მაკეტის შექმნის შემდეგ მოხდება მისი  გაფორმება. მოხდება პრეზენტაცია, შეფასება, თვითშეფასება.
10.  საგნებთან კავშირი:მათემატიკა, ხელოვნება.
11.  პროექტის ხელმძღვანელი:მარინე გურასპიშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marineguraspishvili@gmail.kom
13.  პროექტის ვებ გვერდი: